იდეალური კარტოფილის პიურეს მომზადების წესები

ჩვენ ყველას გვიყვარს და სიამოვნებით ვამზადებთ გარნირად ამ კერძს. მაგრამ ცოტამ თუ იცის კარტოფილის პიურეს მომზადების ყველა საიდუმლო. შედგად კი კერძი ხშირად გამოდის, წებოვანი, მშრალი ან გაციებისას ფერს იცვლის.


იმისათვის, რომ ეს პრობლემები თავიდან აიცილოთ და იდეალური პიურე მოამზადოთ, გაითვალისწინეთ რამდენიმე წესი:

1. დიდხანს ნუ დატოვებთ გაფცქვნილ, უმ კარტოფილს ცივ წყალში.

2. ჩაყარეთ კარტოფილი ადუღებულ მარილწყალში. სხვაგვარად ზედა ფენა უფრო სწრაფად მოიხარშება და მასში არსებული სახამებელი შაქრად გადაიქცევა.

3. არ დაასხათ კარტოფლს ბევრი წყალი, ის ოდნავ უნდა ფარავდეს ბოსტნეულს. ხარშეთ საშუალო და მეტიც, დაბალ ცეცხლზე თავდახურულ ჭურჭელში.

4. სანამ ჩაჭყლიტავდეთ, კარტოფილი უნდა გააშროთ. ამისათვის გადაწურეთ წყალი, ქვაბში მოათავსეთ მხოლოდ კარტოფილები, დადგით კვლავ დაბალ ცეცხლზე თავდახურული ჭურჭლით და გააჩერეთ 2-3 წუთი, რათა თავისსავე ორთქლში ჩაიხარშოს.

5. კარტოფილის პიურეს უნდა დაუმატოთ ცხიმი (მაგალითარ კარაქი – 200-300 გრამი 1 კგ კარტოფილზე – ნუ დაინანებთ!) და რომელიმე რძის პროდუქტი (რძე, ნაღები ან ნაღები და კეფირი ერთად). ფრანგულ რეცეპტში კვერცხის გულებსაც უმატებენ.

6. კარტოფილი უნდა ჩაჭყლიტოთ სპეციალური საჭყლეტით და არამც და არამც ბლენდერით. ტორემ წებოვან მასას მიიღებთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *