„სახლურს ვერაფერი ჯობს“ – „კარალევსკი“ ნამცხვრის რეცეპტი მკითხველისგან“

ინგრედიენტები

კარაქი – 300 გ

კარაქი – 600 გ

კვერცხი – 3 ცალი

მაწონი – 1 ჭიქა

რძე – 1 ლიტრი

შაქარი – 4 ჭიქა

კაკაო

ფქვილი

სოდა

რძე – 1 ლ

შაქარი – 2 ჭიქა

ფქვილი – 1.5 ჭიქა

მომზადების წესი

300 გრ. რბილი კარაქი კარგად ამოვიყვანოთ. შევურიოთ 2 ჭ. შაქარი, 3 ც. კვერცხი, 1 ჭ. მაწონი 1ჩ/კ სოდა 1 ს/კ ძმრით და 3.5 ჭ. ფქვილი. ეს ცომი გავყოთ სამ ნაწილად. ერთი თეთრი ფენა გამოვაცხოთ ცალკე, დანარჩენ 2 ნაწილს შევურიოთ 3 ს/კ კაკაო და ცალ-ცალკე გამოვაცხოთ. მასა უნდა დავასხათ ცივ ცხიმმოსმულ ყალიბში (ჟაროვნია) და ფქვილიანი ხელით გავიყვანოთ. ცოტა რთულია მაგრამ გადის კარგად. გამოვაცხოთ ცხელ ჰაერღუმელში. მე გაზის ღუმელი მაქვს და 80° ზე გამოვაცხვე. ელექტროღუმელს უნდა 100°. ფენები გამოშრეს მაგრამ არ გახმეს.

კრემის მომზადება:

1 ლ. რძე, 2 ჭ. შაქარი და 1.5ჭ. ფქვილი ავურიოთ, მოვადუღოთ ფაფა და გავაცივოთ.ამივიყვანოთ 300 გრ. კარაქთან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *