რა თქვა მიქაუტაძემ სომხეთის ნაკრების მწვრთნელზე მატჩის შემდეგ? – ეს ის ადამიანია, რომელიც გიორგის აიაქსში წვრთნიდა და არ ათამაშებდა

სომხეთთან შესრულებული დუბლის შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

მას ჟურნალისტმა ჰკითხა, იყო თუ არა მისი მოტივაცია გოლის გატანა ჯონ ვან’ტ სხიპის წინააღმდეგ, რომელიც ამჟამად სომხეთის ნაკრების მწვრთნელია, თუმცა, მანამ მიქაუტაძე აიაქსს დატოვებდა, მის კლუბს წვრთნიდა.

„იყო მოტივაცია მაგის მხრივ, მაგრამ რომ ვთამაშობდი, მაგაზე არ მიფიქრია, მარტო მოგება მინდოდა“, – თქვა მან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *