რეცეპტი: მარინე ბერიძე
ინგრედიენტები
- კარაქი – 600 გ
- კვერცხი – 3 ცალი
- მაწონი – 1 ჭიქა
- რძე – 1 ლიტრი
- შაქარი – 4 ჭიქა
- კაკაო
- ფქვილი
- სოდა
- რძე – 1 ლ
- შაქარი – 2 ჭიქა
- ფქვილი – 1.5 ჭიქა
- კარაქი – 300 გ
მომზადების წესი
300 გრ. რბილი კარაქი კარგად ამოვიყვანოთ. შევურიოთ 2 ჭ. შაქარი, 3 ც. კვერცხი, 1 ჭ. მაწონი 1ჩ/კ სოდა 1 ს/კ ძმრით და 3.5 ჭ. ფქვილი. ეს ცომი გავყოთ სამ ნაწილად. ერთი თეთრი ფენა გამოვაცხოთ ცალკე, დანარჩენ 2 ნაწილს შევურიოთ 3 ს/კ კაკაო და ცალ-ცალკე გამოვაცხოთ. მასა უნდა დავასხათ ცივ ცხიმმოსმულ ყალიბში (ჟაროვნია) და ფქვილიანი ხელით გავიყვანოთ. ცოტა რთულია მაგრამ გადის კარგად. გამოვაცხოთ ცხელ ჰაერღუმელში. მე გაზის ღუმელი მაქვს და 80° ზე გამოვაცხვე. ელექტროღუმელს უნდა 100°. ფენები გამოშრეს მაგრამ არ გახმეს.
კრემის მომზადება:
1 ლ. რძე, 2 ჭ. შაქარი და 1.5ჭ. ფქვილი ავურიოთ, მოვადუღოთ ფაფა და გავაცივოთ.ამივიყვანოთ 300 გრ. კარაქთან