“სად დაიბადეთ, ვინ იყო თქვენი გამზრდელი , იქაც მოვუგეთ და აქაც მოვუგეთ, მეტი რა ჯანდაბა გინდათ, ვინ სიკვდილი ხართ, რას ერჩით ჩვენს ქვეყანას“ – აღშფოთებული დათო ლიკლიკაძე მწვავე მიმართვას ავრცელებს

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

“ხუთჯერ ვარ ერევანში ნამყოფი და ხუთივეჯერ ქართველი ხალხისადმი სიყვარულის გამოხატვის უდიდესი მაგალითები ვიხილე. იმდენი სითბო და პატივისცემა მახსოვს მათგან რომ ახლა სად წავიდე სირცხვილით არ ვიცი.

იქაც მოვუგეთ და აქაც მოვუგეთ, მეტი რა ჯანდაბა გინდათ ვინც იმ სტადიონზე შევარდით და ბოთლების სროლა დაიწყეთ.

ვინ სიკვდილი ხართ, რას ერჩით ჩვენს ქვეყანას, სად დაიბადეთ, ვინ იყო თქვენი გამზრდელი?

ფეხბურთი მოვიგეთ 6:1, მაგრამ ზრდილობაში წავაგეთ 1:6” – დაწერა ლიკლიკაძემ.

წყარო: resonancedaily.com

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *