ექსპერტმა გია ხუხაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში “დღის ნიუსრუმი” პოლიტიკურ კულუარებში გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა,რომლის თანახმადაც,პრემიერის თანამდებობაზე შესაძლოა ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს
მე ხშირად მითქვამს,რომ ბიძინა ივანიშვილს თუ უნდა გადარჩენა, მან უნდა შეიძინოს პოლიტიკური იმუნიტეტი. რა იძლევა პოლიტიკურ იმუნტეტს? იძლევა ინსტიტუციონალიზაცია.ჩრდილოვანი ავტორიტარიზმი 21-ე საუკუნეში არის ანაქრონიზმი. ამ სამყაროში ავტორიტარებიც არიან, დიქტატორებიც არიან, მაგრამ არიან ინსტიტუციონალიზებული. პუტინიც კი, ის დიქტატორია, მაგრამ პრეზიდენტიცაა. ბიძინას არ აქვს არანაირი თანამდებობა და ყველა თანხმდება იმაზე,რომ ის მართავს ქვეყანას- ეს არის ანაქრონიზმი, ბევრი მისი პრობლემა ამის ბრალია. თუ ის პრემიერი გახდება, ეს ფაქტი მას პოლიტიკურ იმუნიტეტს და მანევრის საშუალებას გაუხსნის”-განაცხადა ხუხაშვილმა.