„სამივე დედისერთაა…“ — რა დეტალები ხდება ცნობილი მდინარეში მანქანით გადავარდნილი ახალგაზრდების შესახებ?

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქალაქის გასასვლელში, წყალწითელას ხიდთან მოხდა.

ერთ-ერთი დაღუპული ლუკა ებრალიძეა.

“გული მოგვიკალი და გავანადგურე ლუკაჩო. ვერ მოგინელებ ვერასოდეს.

სამივე დედისერთაა…

მერამდენე, მაგ დაწყევლილი ხიდიდან…

რატო, ლუკა, გამისკდა გული…” — წერენ სოციალურ ქსელში.

თვითმხილველების თქმით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა მდინარეში გადავარდა, მასში მყოფი ადამიანები ადგილზე დაიღუპნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *