დაესწრება თუ არა მიხეილ ყაველაშვილი 9 მაისს აღლუმს მოსკოვში? – ყაველაშვილის პრესსამსახური პირველ კომენტარს აკეთებს

პრეზიდენტის პრესსამსახურში არ ადასტურებენ ენმ-ის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიხეილ ყაველაშვილი 9 მაისს, მოსკოვში, აღლუმზე დასწრებას გეგმავს.

„არაფერი მსგავსი არ იგეგმება“, — ამის შესახებ გამოცემა „პუბლიკას“ დაუდასტურეს.

ინფორმაცია ლევან სანიკიძემ გუშინ გაავრცელა. დღეს კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *