გაშიფრეს! – გაირკვა, რას ეჩურჩულებოდა მელანია ტრამპი დონალდს რომის პაპის დაკრძალვის დროს

პაპი ფრანცისკეს დაკრძალვის დღეს მომხდარი ამბები კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია, 
 
„რა უთხრეს ერთმანეთს მსოფლიო ლიდერებმა პაპი ფრანცისკეს დაკრძალვის დღეს“,- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ტუჩის მოძრაობის ამოკითხვის სპეციალისტებმა სცადეს. სტატიას „ნიუ-იორკი“ პოსტი აქვეყნებს. 

გამოცემის ცნობით, მელანია ტრამპმა მეუღლეს ანიშნა, რომ დაკრძალვის დროს ხელი სხვა მსოფლიო ლიდერებისთვისაც ჩამოერთმია.

„დონალდ, მარცხნივ გაიხედე“,- როგორც ექსპერტი, ჯერემი ფრიმენი ამბობს, მელანიამ დონალდ ტრამპს ეს სიტყვები ჩასჩურჩულა. პირველი ლედის მითითების შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტი, ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისსა და ესპანეთის მეფეს მიუბრუნდა და უთხრა – „ძალიან მიხარია თქვენი ნახვა“.  

დონალდ ტრამპს მუქი ლურჯი ფერის კოსტიუმი ეცვა, მელანიას კი შავი, მაქმანებიანი კაბა,  ცერემონიის დროს დონალდ ტრამპმა მელანიას ჰკითხა – „კარგად ხარ?“, რაზედაც მელანიამ თავის დაქნევით უპასუხა.  „კარგი დისკუსია იყო“,- უთხრა ერთ მომენტში დონალდმა მეუღლეს, თუმცა, გაურკვეველია, რომელ დისკუსიაზე საუბრობდა აშშ-ის პრეზიდენტი.  „დროა“,- უთხრა შემდეგ მელანიას დოლანდმა, რაზედაც აშშ-ის პირველმა ლედიამ ასე უპასუხა: „დიახ, გეთანხმები“.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *