ძალიან მსუბუქი, ნაზი და ჰაეროვანი ცომის რეცეპტი ფუნთუშებისთვის.
ინგრედიენტები
კვერცხი – 1 ც
კარაქი – 100 გ
საფუარი – 1 სკ
შაქარი – 250 გ
რძე – 500 მლ
ფქვილი – 1 კგ
მომზადების წესი
თბილ რძეს დაამატეთ გამდნარი კარაქი. შეურიეთ საფუარი, შაქარი და ცოტა მარილი. მოურიეთ კოვზით, სანამ კარგად არ გაიხსნება. დაამატეთ კვერცხი. გაცერით ფქვილი და ნაწილ-ნაწილ შეურიეთ რძიან მასას. მოზელვის შემდეგ ცომს თავზე დააფარეთ და დადგით თბილ ადგილას 40-60 წუთი. ამოფუებული ცომი ხელახლა ჩაზილეთ და კვლავ ადროვეთ ამოფუება. შემდეგ გადმოიღეთ ფქვილიან მაგიდაზე, გადაზილეთ და დაყავით ულუფებად. დაალაგეთ ცეცხლგამძლე ფორმაში, დააფარეთ თავზე და დატოვეთ 10-15 წუთი. შემდეგ გადაუსვით კვერცხის გული და გამოაცხეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში . ცომს შეგიძლიათ ნებისმიერი სასურველი ტკბილი გულსართი ჩაუდოთ: ხილი, ჯემი, ხაჭო, შაქრიანი დარიჩინი და ა.შ. .