თუ ვერ იმახსოვრებ ახალ მოვლენებს, გავიწყდება ძველი ამბები, მე გასწავლი 8 ისეთ ანალიზს, რომელთა ჩაბარებაც დაგეხმარება დაადგინო მიზეზი და ეს პრობლემა მარტივად მოაგვარო“, – ამის შესახებ ექიმი, გიორგი ღოღობერიძე აცხადებს.
ცნობილი ექიმი საზოგადოებას იმ აუცილებელი ანალიზების ჩამონათვალს სთავაზობს, რომელთა გამოსწორების შემთხვევაში მეხსიერების პრობლემის მოგვარება შესაძლებელია:
„სისხლის საერთო ანალიზი – დააკვირდი ჰემოგლობინის მაჩვენებელს, თუ თქვენ გაქვთ დაბალი ჰემოგლობინი, ანემია – ეს აისახება მეხსიერებაზე, რომელიც უარესდება.
შეაოწმე ვიტამინი B12 და ფოლიუმის მჟავა – ამ ვიტამინების შემოწმება და მათი შევსება მარტივი გამოსავალი იქნება მეხსიერების შენარჩუნებისთვის.
ფარისებრი ჯირკვლის შემოწმება, (TSH) რადგან თუ ის ვერ მუშაობს სრულფასოვნად, ეს აისახება მეხსიერებაზე.
გლიკოზირებული ჰემოგლობინი, რათა დადგინდეს აქვს თუ არა ადამ,იანს შაქრიანი დიაბეტი, რომელიც საკმაოდ ჩუმი დაავადებაა. თუ ეს მაჩვენებელი იქნება 5,7 პროცენტზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს დიაბეტი და საჭიროა მკურნალობა.
ჰომოცისტეინი – თუ ის მაღალია, დააზიანებს სისხლძარღვებს, თავის ტვინი ვერ მიიღებს საკმარისი რაოდენობით სისხლს და მეხსიერება გაუარესდება
C რეაქტიული ცილა და ერითროციტები – ეს ორი მარკერი თუ მოიმატებს ეს იმას ნიშნავს რომ არის ანთება და უნდა მოხდეს მკურნალობა. თუ ანთებაა ორგანიზმში მეხსიერების დაქვეითება ერთ-ერთი გამოვლინებაა.
ფერიტინის შემოწმება – რადგან თუ ის დაბალია, სხეულში რკინის მარაგიც დაბალია, რაც აისახება მეხსიერების გაუარესებაზე.
შემოწმება მძიმე მეტალებზე – ტყვია და ვერცხლის წყალი, რომელიც შესაძლოა იქცეს მეხსიერების გაუარესების ერთ-ერთ მიზეზად“, – ამბობს ღოღობერიძე.