ცოლს ყური მოაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა,ახლად დაქორწინებული წყვილის დაპირისპირების მიზეზი

გორში, სოციალურ საცხოვრისში, 24 წლის კაცმა, ასევე 24 წლის ცოლს ყური მოაჭრა, თავად კი ყელი გამოიჭრა

ცოლ-ქმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმებმა მათი გადარჩენა შეძლეს, ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რა გახდა ახლად დაქორწინებულ ოჯახში დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია სსკ 19-109 მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მძიმე გარემოებაში მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *