არ ვაპირებთ ირანიდან წასვლას – ეს მხარდაჭერა არ არის?” – პუტინი

ჩვენ მუდ­მივ კონ­ტაქ­ტზე ვართ ჩვენს ირა­ნელ პარტნი­ო­რებ­თან. დღე­საც კონ­ტაქ­ტზე ვართ. ვფიქ­რობ, ხვა­ლაც და ზე­გაც. ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას,- ამის შე­სა­ხებ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რის დროს აღ­ნიშ­ნა.

  • მისი თქმით, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ამ დრო­ის­თვის ირან­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან და ოფი­ცი­ა­ლუ­რად, ირანს რუ­სე­თის­თვის და­სახ­მა­რებ­ლად არ მი­უ­მარ­თავს.

“ჩვე­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ქა­ლაქ ბუ­შერ­ში მუ­შა­ო­ბენ, სულ 250 ადა­მი­ა­ნი. ჩვენ არ ვა­პი­რებთ ირა­ნი­დან წას­ვლას. ეს მხარ­და­ჭე­რა არ არის? ირანს ჩვენ­გან სხვა მხარ­და­ჭე­რა არ მო­უ­თხო­ვია. ერთხელ ჩვენ შევ­თა­ვა­ზეთ ჩვენს ირა­ნელ მე­გობ­რებს სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მე­ბის სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ ჩვენ­მა პარტნი­ო­რებ­მა მა­შინ დიდი ინ­ტე­რე­სი არ გა­მო­ხა­ტეს და სულ ესაა.

რაც შე­ე­ხე­ბა სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ შე­თან­ხმე­ბას, თავ­დაც­ვის სფე­როს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მუხ­ლე­ბი არ არ­სე­ბობს… და მე­სა­მე, ჩვე­ნი ირა­ნე­ლი მე­გობ­რე­ბი ამას არც კი გვთხო­ვენ. ასე რომ, პრაქ­ტი­კუ­ლად არა­ფე­რია გან­სა­ხილ­ვე­ლი“, – გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *