3 ივლისს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონსა და ქალაქში წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, ზოგან ძლიერად, მოსალოდნელია ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის დროგამოშვებით გაძლიერება.
