17 წლის ქმარმა 16 წლის ფეხმძიმე ცოლს სცემა – საქართველოს რომელ ქალაქში მოხდა უმძიმესი შემთხვევა?

რუსთავში ქმარმა 16 წლის ორსულ ცოლს სცემა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, 21-ე მკ/რ-ში ახალგაზრდა წყვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება კამათში გადაიზარდა და ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.

17 წლის ბიჭმა 16 წლის ორსულ ცოლს სცემა.

ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა სამართალდამცავებისთვის. ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია, ახალგაზრდა კაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ინფო რუსთავი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *