ინგრედიენტები
- ქიშმიში – 1.00 ჭიქა
- წყალი – 1.00 ლიტრი
- საფუარი – 2.00 სკ
- ზეთი – 2.00 სკ
- მარილი – 2.00 ჩკ
- ვანილი – 2.00 ცალი
- შაქარი – 0.50 კგ
- პურის ფქვილი – 2.00 კგ
მომზადების წესი
1 ლიტრ ნელთბილ წყალში ჩავყაროთ 1 სუფრისკოვზი შაქარი და 2 სუფრისკოვზი საფუარი.მოვურიოთ კარგად, დავდგათ და ვაცალოთ ამოსვლა, 15- 20 წუთით, რომ ამოვა მოვზილოთ ცომი.
ყველაფერი რაც წერია არც მეტი არც ნაკლები – ცომი იქნება მაგარი და დავდგათ ამოსასვლელად. ამოვა ერთხელ, ჩავზილავთ მეორედ, რომ ამოვა ვყრით 1 ჭიქა ქიშმიშს, ამოვა მეორედ და ვაკეთებთ ბურთულებს. გაფუვდება და ვაცხობთ,რომ გამოცხვება თავზე ვუსვამთ სიროფს.
სცადეთ, ეკონომიური და ძალიან გემრიელი გამოდის, მაგრამ იცოდეთ, როგორც წერია ისე დაიცავით. მე ასე მომცეს რეცეპტი და გიზიარებთ ისე როგორც მომცეს. გემრიელად მიირთვით!