ინგრედიენტები
- მარილი
- შავი პილპილი
- აჯიკა – 1.00 სკ
- პომიდვრის საწებელა – 5.00 სკ
- ტომატი – 2.00 სკ
- თეთრი ღვინო – 4.00 სკ
- ნიორი – 4.00 კბილი
- ხახვი – 1.00 ცალი
- წითელი ბულგარული წიწაკა – 1.00 ცალი
- სტაფილო – 2.00 ცალი
- სკუმბრია – 2.00 ცალი
მომზადების წესი
სკუმბრია გაასუფთავეთ. კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში, მოაცალეთ ხერხემალი, გასუფთავებული ფილეები დაჭერით მომცრო ნაჭრებად, ამოავლეთმარილსა და საფანელში, შებრაწეთ.
დაჭერით სტაფილო, წითელი ბულგარული წიწაკა, მოზრდილი ხახვი, ნიორი, ისე როგორც ფოტოებზეა და მოვთუშეთ ზეთში. ჯერ სტაფილო, შემდეგ ხახვი და ნიორი,ბოლოს მოაყარეთბულგარული წიწაკა დადაასხით თეთრი ღვინო,გააჩერეთ 3 წუთით და გამორთეთ.
ცალკე მოამზადეთტომატი, პომიდვრის საწებელი და აჯიკა. შეაზავეთერთმანეთში, დაასხით დაახლოებთ 250მლ წყალი, შავი პილპილი, მარილი. კარგად მოურიეთ და საწებელიცმზად არის.
ტაფაზე გაშალეთ ერთი ფენა მოთუშული ბოსტნეული, მოალაგეთ ზემოდან შემწვარი თევზი და შემდეგ ისევ ბოსტნეული. დაასხით მომზადებული საწებელი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. დიდ ხანს არ უნდა, რადგანთევზი უკვე შემწვარია და არ ჩაიშალოს. სულ ბოლოს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ოხრახუში. გემრიელად მიირთვით