ყველასათვის საყვარელი ნიგვზიანი ხვეულები თამო მეფიშვილის რეცეპტით

ინგრედიენტები

  • რძე – 2.00 სკ
  • კვერცხის გული – 1.00 ცალი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • კვერცხის ცილა – 3.00 ცალი
  • შაქარი – 200.00 გრ
  • ნიგოზი – 200.00 გრ

ინგრედიენტები ცომისთვის

  • ვანილი – 1.00 ცალი
  • კვერცხის გული – 3.00 ცალი
  • სოდა – 1.00 ჩკ
  • მაწონი ან არაჟანი – 200.00 გრ
  • კარაქი ან მარგარინი – 200.00 გრ
  • ფქვილი – 500.00 გრ

მომზადების წესი

ფქვილი და კარაქი გააფხვიერეთ, დაუმატეთ მაწონი, სოდა, ასევე კვერცხის გული და ვანილი, ცომი უნდა იყოს ელასტიური, შემდეგ დააყოვნეთ მაცივარში 2 საათით.

მოამზადეთ შიგთავსი:

ნიგოზი დააბლენდერეთ, დაუმატეთ შაქარი და კვერცხის ცილა. მასა გაყავით 2 ნაწილად, გააბრტყელეთ მასის ერთი ნაწილი, გადაანაწილეთ გულსართი და დაჭერით სამკუთხედებად, გადაახვიეთ.

გადაიტანეთ ფორმაზე, ზემოდან წაუსვით კვერცხის გული, რძე. გამოაცხვეთ 170-180°ზე, დაახლოებით, 20 – 25 წუთით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *