დიდი მოწონება დაიმსახურა, ძალიან გემრელია…“ ლობიო ხორცით – კერძი თურქული სამზარეულოდან

ინგრედიენტები

  • თეთრი ლობიო – 300 გ
  • ხორცი – 0.5 კგ
  • ტომატპასტა – 2 სკ
  • პაპრიკა – 0.5 სკ
  • ხახვი – 2 თავი
  • მწარე წიწაკა, მწვანე – 1 ც
  • კარაქი – 1 სკ
  • ზეთი – 3 სკ
  • ნიორი – 1 კბილი
  • ქინძი
  • მარილი
  • პილპილი

მომზადების წესი

ლობიო გავრეცხე, დავალბე და მოვხარშე.

ღრმა სქელ ტაფაზე დავასხი ზეთი და ჩავყარე პატარა კუბიკებად დაჭრილი ხორცი. ცოტა რომ მოიბრაწა, დავუმატე კარაქი, წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი.

ხახვი რომ დარბილდა, ჩავამატე ტომატპასტა და პაპრიკა, დავასხი 2 ჭიქა მდუღარე წყალი და დაბალ ცეცხლზე თავდახურულში მოიხარშა.

დავუმატე მოხარშული ლობიო, დაჭრილი მწვანე წიწაკა, მარილი და წიწაკა გემოვნებით. ზემოდან მოვაყარე ქინძი.

თურქები გარნირად მიირთმევენ ბურღულეულს და მწნილს.

დიდი მოწონება დაიმსახურა, ძალიან გემრიელია!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *