ინგრედიენტები
- თბილი წყალი – 2 ჭიქა
- შაქარი – 1 ჭ
- ძმარი – 1 ჩკ
- არაყი – 1 ჩკ
- ლიმონმჟავა
- მარილი
- კვერცხის გული
- ფქვილი – 6 ჭიქა
- ზეთი – 1 ჩკ
- მარგარინი – 500 გ
- ფქვილი – 10 სკ
- შაქარი – 2.5 ჭიქა
- რძე – 5 ჭიქა
კარაქი – 250 გ
მომზადების წესი
მოვზილოთ ცომი და გავყოთ 2 ნაწილად. მარგარინის 1 შეკვრა (250 გ) გავყოთ სამ ნაწილად. გავაბრტყელოთ ერთი ნაწილი და წავუსვათ მარგარინის 1 /3, გადავკეცოთ კონვერტისებურად, დავაფაროთ ცელოფანი და შევდგათ საყინულეში 20-25 წუთით.
შემდეგ წავუსვათ ისევ მარგარინი და ისევ საყინულეში, მესამედაც დარჩენილი მარგარინი წავუსვათ და შევდგათ საყინულეში. ანალოგიურად დავამუშაოთ მეორე ცომის გუნდა.
გამოვაცხოთ 3 დიდი და ერთი პატარა ფენა და დავკრემოთ.
მოხარშული კრემი: ფქვილს დავუმატოთ შაქარი, 3 ჭიქა რძე, კარგად გავხსნათ, შემდეგ კიდევ – 2 ჭიქა რძე. ნელ ცეცხლზე მუდმივი მორევით მივიყვანოთ შესქელებამდე. ვადუღოთ 2 წთ და გადმოვდგათ. ცალკე ავთქვიოთ კარაქი და გაგრილებულ ფაფას შევათქვიფოთ, დავამატოთ ვანილი.
გემრიელად მიირთვით!