- ნიგოზი
- ღორის გულ-ღვიძლი
- ხახვი
- ნიორი
- ბროწეული
- უცხო სუნელი
- ქინძი
- ხმელი ქინძი
- ხმელი ქონდარი
- ყვითელი ყვავილი
- მარილი და წიწაკა
- ძმარი
მომზადების წესი
ღორის გულ-ღვიძლი მოვხარშოთ, მოვაყაროთ მარილი და გავაციოთ.
ნიგოზი, ნიორი, ხმელი და ახალი ქინძი ერთად დავნაყოთ. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაფქული ყვითელი ყვავილი, ხმელი ქონდარი, უცხო სუნელი, მარილი და წიწაკა. სანელებლებიან მასას დავასხათ ცოტა ძმარი და კარგად ავზილოთ. საქონლის გულ-ღვიძლი წვრილად დავჭრათ ავურიოთ მომზადებული საკმაზი და ბროწეულის მარცვლები. გემოვნებით კიდევ დავუმატოთ ძმარი, მარილი და წიწაკა.
რჩევა
კუჭმაჭი შეგვიძლია მოვამზადოთ როგორც ღორის, ასევე საქონლის გულ-ღვიძლისაგან. ორიგინალურია ფრინველის გულ-ღვიძლის კუჭმაჭი. ვეგეტარიანელებს ვურჩევთმ, ეს კერძი მოხარშულ სოკოთი მოამზადონ.