ინგრედიენტები
- ვანილი – 1.00 ცალი
- არაჟანი – 3.00 სკ
- მოხარშული შესქელებული რძე – 2.00 ქილა
- კარაქი – 300.00 გრ
ფქვილი – 4.00 ჭიქა
სოდა – 1.00 ჩკ
კარაქი ან მარგარინი – 150.00 გრ
თაფლი – 3.00 სკ
შაქარი – 250.00 გრ
მომზადების წესი
ჯამში მოათავსეთკვერცხი და შაქარი, ათქვიფეთ ხელის სათქვეფით, დაუმატეთ კარაქი და შემოდგით ორთქლის აბაზანაზე, ცალკე ქვაბში მოათავსეთ თაფლი და სოდა, როგორც კი მიიღებს კარამელის ფერს, დაუმატეთკვერცხის მასა, ორთქლის აბაზანაზე დატოვეთ, დაახლოებით 10 წუთით, ურიეთ განუწყვეტლივ, ცხელ მასაში.დაამატეთ 2 ჭიქა ფქვილი, შემდეგ გადმოდგით ჯამიორთქლის აბაზანიდან.
სამუშაო მაგიდაზე დაყარეთდარჩენილი ფქვილი, შეურიეთ მასას. დაახლოებით 50 გრ ფქვილის დამატებაშეიძლება მოგიწიოთ, თუ იქნება წებოვანი მასა.
დაასვენეთ 20 წუთით, ოთახის ტემპერატურაზე. ამ შემთხვევაში, გაყოფილია 5 ნაწილად, საცხობი ფორმა – 30 სმ.
საცხობ ქაღალდზემოაყარეთ ფქვილი, გააბრტყელეთ და დაჩხვლიტეთ, ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, ორივე ცხობაზე,170-180°ზე, დაახლოებით, 5-6 წუთით.
მამზადეთ კრემი:
ათქვიფეთოთახის ტემპერატურის კარაქი, დაუმატეთ შესქელებული რძე, შემდეგ არაჟანი, ბოლოს კი ვანილი.
ფირფიტები დაკრემეთ, გააჩერეთ ერთი დღის განმავლობაში, არის ფაფუკი, რაც მთავარია – უგემრიელესია.