ხორციანი ბლინები სპეც-რეცეპტით!

ხორციანი ბლინი ბევრისთვის საყვარელი, ნოყიერი კერძია. თუკი მას ჩვენი რეცეპტით მოამზადებთ, კიდევ უფრო მეტად შეგიყვარდებათ ბლინები.

ინგრედიენტები

შაქარი – 0.5 სკ

ფქვილი – 0.5 ჭ

მარილი და პილპილი

ზეთი – 1 სკ

კარაქი

მარილი – 0.25 ჩკ

საქონლის ფარში – 300 გ

რძე – 0.5 ლ

ხახვი – 2 თავი

კვერცხი – 3 ცალი

მომზადების წესი

კვერცხი ათქვიფეთ მარილსა და შაქართან ერთად. დაუმატეთ ნახევარი ჭიქა რძე და კვლავ ათქვიფეთ. ჩაყარეთ ფქვილი და ათქვიფეთ ერთგვაროვან მასას არ მიიიღებთ. კარგად გაახურეთ ტაფა, წაუსვით ცხიმი და დაასხით ცომი თხელ, თანაბარ ფენად. შეწვით თითოეული ბლინი ორივე მხრიდან. წაუსვით გამომცხვარ ბლინებს კარაქი. დაჭერით წმინდად ხახვი და მოხრაკეთ კარაქში. დაუმატეთ ფაში, მარილი, პილპილი და ხრაკეთ 10-15 წუთი. თითოეულ ბლინში ჩდეთ ხორცის გულსართი, დაკეცეთ კონვერტივით და შეწვით ორივე მხრიდან. ბლინები სუფრასთან შეგიძლიათ ბოსტნეულთან ერთად მიიტანოთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *