ვითვლი სამამდე და მზად არის! ვაშლის სახელდახელო, ფაფუკი ნამცხვარი „ოჯახური“

ეს რეცეპტი უკვე არაერთმა დიასახლისმა სცადა და ყველას იდეალური გამოუვიდა. თუ ჯერ არ გამოგიცხვიათ, აუცილებლად სცადეთ.

ინგრედიენტები

არაჟანი – 300 გ

საფანელი

ვანილის შაქარი – 1 შეკვრა

გამაფხვიერებელი – 1 ჩკ

 კარაქი – 50 გ

ქიშმიში – 100 გ

ვაშლი – 2 ცალი

ფქვილი – 250 გ

 შაქარი – 200 გ

კვერცხი – 3 ცალი

მომზადების წესი

ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე. დაუმატეთ არაჟანი და გამდნარი კარაქი ისე, რომ არ შეწყვიტოთ თქვეფა.

დაუმატეთ ვანილის შაქარი, ფქვილი და გამაფხვიერებელი. მოზილეთ ცომი.

გაფცქვნილი ვაშლი დაჭერით თხელ ნაჭრებად.

წინასწარ დამბალი ქიშმიში შეამშრალეთ.

გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, მოაყარეთ საფანელი. გადაიტანეც ცომის ნახევარი ფორმაში, ზემოდან გაანაწილეთ დაჭრილი ვაშლი და მოაყარეთ ქიშმიში. დაასხით დარჩენილი ცომი და მოასწორეთ ზედაპირი.

აცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ გამომცხვარი ღვეზელი და მოამზადეთ მოსახრელი ფხვიერი მასა:

პატარა ჯამში ხელით ასრისეთ 20 გ კარაქი და 3-4 ს/კ ფქვილი. დაუმატეთ 3 ს/კ შაქარი და კარგად აურიეთ. მოაყარეთ მიღებული მასა ნამცხვარს და შეაბრუნეთ ღუმელში კიდევ 20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *