ინგრედიენტები
- შაქრის ფხვნილი – 25.00 გრ
- ნაღები – 200.00 მლ
- შაქარი – 30.00 გრ
- გაყინული ალუბალი – 300.00 გრ
- კარაქი – 200.00 გრ
- ლიმონის ცედრა – 1.00 ჩკ
- ლიმონის წვენი – 40.00 მლ
- სიმინდის სახამებელი – 60.00 გრ
- რძე – 750.00 მლ
- შაქარი – 135.00 გრ
- კვერცხის გული – 5.00 ცალი
მწიკვი მარილი
ფქვილი – 50.00 გრ
ნიგოზი – 150.00 გრ
შაქარი – 125.00 გრ
მომზადების წესი
ბისკვიტის მომზადება: ცილა ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. სამ ეტაპად დაამატეთ შაქარი და თქვიფეთ გამყარებამდე. ფქვილი და ნიგოზი აურიეთ და დაამატეთ მიღებულ მასას. ფრთხილად გააერთიანეთ, ნიჩბის დახმარებით.
გადაიტანეთ საცხობქაღალდიან სინზე, ზომით 40/30. გამოაცხვეთ180C-ზე, 20 წუთით
ლიმონის კრემი: კვერცხის გულები და 50 გრ შაქარი აურიეთ. ქვაბში მოათავსეთ ცივი რძე, დარჩენილი შაქარი, ცედრა და სახამებელი. ურიეთ და გააცხელეთ (არ ადუღდეს). დაასხით კვერცხის გულებს, კარგად აურიეთ და ისევ დააბრუნეთ ქვაბში. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, გასქელებამდე. დაამატეთლიმონის წვენი. როცა კრემი მიაღწევს სასურველ კონსისტენციას, გამორთეთ. დააფარეთ სამზარეულო ცელოფანი და გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე.
ოთახის ტემპერატურის კარაქი ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაამატეთ ლიმონის კრემი და კარგად აურიეთ.
ალუბლის გულსართი: დადგით გაყინული ალუბალი ცეცხლზე, დაამატეთ შაქარი და ადუღეთრამდენიმე წუთით. დაწურეთ საწურზე.
ტოპინგი: მაღალპროცენტიანი, ცივი ნაღები ათქვიფეთ შაქრის ფხვნილთან ერთად, მყარი მასის მიღებამდე.
აწყობა: ბისკვიტი გაჭერით ორად, ქვედა ფენა დაფარეთ ლიმონის კრემით, დააწყვეთ ალუბლის ნახევარი, დაადეთ მეორე ფენა და გაიმეორეთ იგივე. დაასრულეთ ათქვეფილი ნაღებით. ზემოდან მოაყარეთ დაღერღილი ნიგოზი.