„ამ ნამცხვარმა დიდი მოწონება დაიმსახურა“ – კლასიკური „ვიქტორია“ თამო მეფიშვილის რეცეპტით

ინგრედიენტები

  • კვერცხი – 5 ც
  • შაქარი – 250 გ
  • თაფლი – 1 ს.კ
  • ზეთი – 6 ს.კ
  • კაკაო – 6 ს.კ
  • გამაფხვიერებელი – 1 ჩ.კ
  • ფქვილი – 8.00 ს.კ
  • კვერცხი – 4 ც
  • შაქარი – 150 გ
  • თაფლი – 2 ს.კ
  • ნიგოზი – 4 ს.კ
  • ფქვილი – 7.5 ს.კ
  • გამაფხვიერებელი – 10 გ

ვანილი – 2 ც

შესქელებული რძე – 2 ქილა

მოხარშული შესქელებული რძე – 1 ქილა

კაკაო – 4 ს.კ

კარაქი – 400 გ

მომზადების წესი

მოცემული დოზები განკუთვნილია 25/32 ფორმისთვის.

სულ გვჭირდება ორი ბისკვიტი: შოკოლადის და თაფლის.

შოკოლადის ბისკვიტი:
მიქსერის საშუალებით ავთქვიფოთ კვერცხის ცილა და დავუმატოთ მწიკვი მარილი, შემდეგ ეტაპობრივად მოვაყაროთ შაქარი, კვერცხის გული, თაფლი და ზეთი. გამოვრთოთ მიქსერი და მიღებულ მასას ჩავაცრათ ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი. მოვურიოთ ფრთხილად და გადავიტანოთ საცხობ ფორმაზე. ვაცხობთ 170-180°-ზე 45 -50 წთ-ის განმავლობაში.

თაფლის ბისკვიტი:

მიქსერის საშუალებით ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, დავუმატოთ თაფლი, შემდეგ გამოვრთოთ მიქსერი და ჩავყაროთ ნიგოზი, ფქვილი და გამაფხვიერებელი.ვაცხობთ 170-180°- ზე ორივე წვაზე დაახლოებით 35 წთ-ის განმავლობაში. დასანამად შეგიძლიათ გამოიყენოთ რძიანი ყავა. მე ერთ ჭიქა რძეს დავუმატე 1 სკ მოუხარშავი შესქელებული რძე.

კრემი:

ოთახის ტემპერატურის კარაქს დავუმატოთ შესქელებული რძე, კაკაო, ვანილი და მოვურიოთ მიქსერით საშუალებით. მიღებული კრემი გადავანაწილოთ ყველა ფენაზე, მოვაყაროთ დაქუცმაცებული ნიგოზი და მოვრთოთ სურვილისამებრ. შედეგად, უგემრიელესი, ფაფუკი ნამცხვარიც მზადაა!

გემრიელად მიირთვით!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *