„უმაგრესი დასაღეჭი იდეალი, რომელსაც ვეძებდი და ვიპოვე“

რეცეპტი: ლელა ჩაჩანიძე, ფოტოები: მაია ჯანელიძე

ინგრედიენტები

მოხარშული შესქელებული რძე – 2 ც

კვერცხი – 5 ც

შაქარი – 400 გრ

თაფლი – 4 ს.კ.

სოდა – 2 ჩ.კ.

ძმარი

ვანილი

ნიგოზი – 1 ჭიქა

ფქვილი – 5 ჭიქა

კარაქი – 200 გრ

მომზადების წესი

კვერცხით გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, შევურიოთ 4 სუფრის კოვზი თაფლი, 2 ჩაის კოვზ სოდას დავუმატოთ ძმარი და დავამატოთ ვანილიც. კარგად ავთქვიფოთ. შევურიოთ ფქვილი და დაჭრილი ან გატარებული ნიგოზი. ცომი გამოდის დასასხმელი, გაყავით 3 დიდ და 1 პატარა ნაწილად, პატარა ნაწილი გამოიყენეთ ზემოდან მოსაყრელად.

კრემისთვის, ოთახის ტემპერატურაზე გამდნარ კარაქს შეურიეთ მოხარშული შესქელებული რძე და ნიგოზი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *