ინგრედიენტები
- არაჟანი 20% – 200.00 გ
- მოხარშული შედედებული რძე – 150.00 გ
კრემი
- ფქვილი – 3.00 ჭიქა
- სოდა – 1.00 ჩკ
- მწიკვი მარილი
- თაფლი – 100.00 გ
- კვერცხი – 2.00 ც
- კარაქი – 30.00 გ
მომზადების წესი
ქვაბში მოათავსეთ კარაქი, თაფლი, კვერცხი და მწიკვი მარილი. დადგით ორთქლის აბაზანაზე და მოურიეთ. ყველაფერი რომ გადნება, დაუმატეთ სოდა და კვლავ ამოურიეთ. რამდენიმე წუთში დაუმატეთ 1 ჭიქა ფქვილი. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ,გადმოდგით ორთქლის აბაზანიდან და დარჩენილი ფქვილიც დაუმატეთ (უმჯობესია, თუ ეტაპობრივად დაუმატებთ, უნდა მიიღოთ ნაზი ცომი, რომელიც ხელებზე არ მოგეკრობათ).
მიღებული ცომი გაყავით 8 ნაწილად, გააბრტყელეთ და გამოაცხვეთ გახურებულტაფაზე ორივე მხრიდან 1-2 წუთის განმავლობაში.
კრემის მოსამზადებლად ერთმანეთს შეურიეთ მოხარშული შედედებული რძე და არაჟანი. კრემი გადაანაწილეთ ყველა ფირფიტაზე და შედგით ნამცხვარი მაცივარში 2 საათით.
შეგიძლიათ მორთოთ გამდნარი შოკოლადით. გემრიელად მიირთვით!