თაფლის ნამცხვარი „მადონა“ – მოამზადეთ თქვენი სადღესასწაულო სუფრისთვის

ინგრედიენტები

  • ვანილი
  • ძმარი – 1.00 ს/კ
  • სოდა – 1.00 ჩ/კ
  • ფქვილი – 5.00 ჩ/ჭ
  • შესქელებული რძე – 1.00 ქილა
  • კარაქი – 300.00 გ
  • თაფლი – 3.00 ს/კ
  • შაქრის ფხვნილი
  • კვერცხი – 3.00 ცალი

მომზადების წესი

3 კვერცხისა და ჭიქანახევარი შაქრის ფხვნილისგან გავაკეთოთ გოგლიმოგლი, დავამატოთ 3 ს.კ თაფლი, 3 ს.კ გამდნარი კარაქი, სოდა(ძმარში გახსნილი), 3 ჩ.ჭ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. წინასწარ ავადუღოთ წყალი, შიგ ჩავდგათ ქვაბი, რომელშიც ზემოაღნუშნული მასაა მოთავსებული და გავაჩეროთ 10 წუთით. (ცომი უნდა იყოს წებოვანი). შემდეგ გადმოვიღოთ ფქვილმოყრილ ფიცარზე. კარგად გადავზილოთ და გავყოთ 8 ნაწილად. თითოეული ნაწილი ცომისა უნდა გამოვაცხოთ ცალ ცალკე. წავუსვათ კრემი ყველა ფენას, დავალაგოთ ერთმანეთზე, ბოლო ფენასაც წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ დაფხვნილი შემოჭრილი ნაპირები.

კრემისთვის 300 გრ კარაქი კარგად გავთქვფიოთ გათეთრებამდე, დავუმატოთ 1 ქილა შესქელებული რძე და ვანილი.

გემრიელად მიირთვით!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *