ბაღდათი-ქუთაისის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ქეთი ტორაძის სიცოცხლე ემსხვერპლა, ის ბაღდათში, სოფელ დიდველაში ცხოვრობდა, ინფორმაციას “ბაღდადი ინფო” ავრცელებს.
ავტოავარია, გუშინწინ საღამოს მოხდა, ავარიის შედეგად ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძღოლი სამედიცინო დაწესებულებაში გადიოდა მკურნალობას, მაგრამ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებით გარდაიცვალა.