თუ საჭირო გახდა, წყალი დავუმატოთ. ხორცი ისე უნდა იყოს მოხარშული, რომ ტუჩებითაც იკბიჩებოდეს და წვნიანს ღია კრემისფერი დაჰკრავდეს,

მომზადების წესი

ჩლიქები სახსრებში გავჭრათ და დანარჩენ ნაჭრებთან ერთად 6 საათი დავტოვოთ ცივ წყალში, შემდეგ გავრეცხოთ და დავჭრათ
5 სმ ზომის ნაჭრებად. ქვაბში მოთავსებულ ხორცს დავასხათ 3 ჭიქა წყალი და დავდგათ საშუალო ცეცხლზე. ქვაბს სახურავი
ნახევრად დავახუროთ. როდესაც წყალი დაშრება და ძვლები ტკაცუნს დაიწყებს, დავასხათ იმდენი წყალი, რომ ხორცი კარგად დაფაროს, დავახუროთ სახურავი და საშუალო ცეცხლზე ვხარშოთ. ხორცის მოხარშვას მინიმუმ 8 საათი სჭირდება. თუ საჭირო გახდა, წყალი დავუმატოთ. ხორცი ისე უნდა იყოს მოხარშული, რომ ტუჩებითაც იკბიჩებოდეს და წვნიანს ღია კრემისფერი დაჰკრავდეს. ხაშს როგორც წესი, დანაყილ ნიორსა და მარილს ულუფებში უმატებენ.

რეცეპტი ჟურნალ “გემრიელიას” ივნისის ნომრიდან!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *