ტორტი ცხობის გარეშე – “ტირამისუს” შესანიშნავი ალტერნატივა ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან

უგემრიელესი და უნაზესი ტორტი გამოცხობის, ზედმეტი ძალისხმევისა და საშუალების გარეშე!

ინგრედიენტები

ფხვიერი ნამცხვარი (“პეჩენია”) – 500 გ

მწიკვი მარილი

კაკაო – 3 სკ

კარაქი – 50 გ

ვანილინი – 2 გ

კვერცხის გული – 1 ცალი

სიმინდის სახამებელი – 2 სკ

შაქრის პუდრა – 220 გ

შაქარი – 3 სკ

ნაღები – 250 მლ

რძე – 340 მლ

მომზადების წესი

კრემისთვის: ერთმანეთში აუციეთ 125 მლ რძე და 125 მლ ნაღები, დაუმატეთ შაქარი, ვანილი და კვერცხის გული. დარჩენილი რძე და ნაღები ჩაასხით ქვაბში, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ჩაასხით ცივი მასა და შეუჩერებლად ურიეთ. მიიყვანეთ ადუღებამდე. როცა მასა გასქელებას დაიწყებს, გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ. აიღეთ სწორკუთხედი ფორმა და ჩაალაგეთ მჭიდროდ ორცხობილა. ზემოდან გაანაწილეთ კრემი. შემდეგ ისევ ორცხობილის ფენა გააკეთეთ (სურვილისამებრ, ფენებს შორის შეგიძლიათ დაალაგოთ სასურველი ხილიც, მაგალითად, ბანანა, ან მარწყვი).

მოამზადეთ მინანქარი: ამისათვის 6 ს/კ რძეში გახსენით შაქრის პუდრა, კაკაო, დაუმატეთ კარაქი და მწიკვი მარილი. დადგით დაბალ ცეცხლზე და ისე, რომ შეუჩერებლად ურიოთ, მიიყვანეთ ადუღებამდე. გააგრილეთ. მოასხით ტორტს მინანქარი და შედგით მაცივარში რამდენიმე საათით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *