ნამცხვარი ,,ჟოზეფინა” – ბებოს რეცეპტებიდან!

ინგრედიენტები

კვერცხი – 4.00 ცალი

ფქვილი

სოდა ძმრით – 1 ჩკ

შაქარი – 2.00 ჭიქა

ნებისმიერი ხილის ჯემი

ვანილი – 1.00 ცალი

მარგარინი – 400.00 გ

მომზადების წესი

კვერცხი და შაქარი გავთქვიფოთ. მარგარინი გავადნოთ ცეცხლზე და შიგ ჩავასხათ. დავამატოთ სოდა ძმრით, ვანილი და იმდენი ფქვილი, რამდენსაც შეიზელს (ცომი არ უნდა იყოს ძალიან მაგარი). ცომი გავყოთ 3 ნაწილად და გამოვაცხოთ 3 ცალი ფირფიტა. გამოცხობილ ფირფიტებს ჩამოვაჭრათ გვერდები და სამივე ფენას წავუსვათ სასურველი ჯემი. ბოლო ფენას კი მოვაყაროთ დაფშვნილი ჩამოჭრილი გვერდები.

გემრიელად მიირთვით!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *