როგორ უნდა გააკეთოთ უგემრიელესი, ფუმფულა კატლეტები?

ფქვილი ან საფანელი

მწვანილი ( ქინძი, ოხრახუში, რეჰანი)

მარილი

კვერცხი – 1 ცალი

დამბალი პური – 3 ნაჭერი

ნიორი – 4 კბილი

წითელი ბულგარული წიწაკა – 1 ცალი

კარტოფილი – 1 თავი

ხახვი – 2 თავი

საქონლის ხორცი – 500 გრ

მომზადების წესი

ხორცსაკეპში გაატერეთ 500 გრ საქონლის ხორცი, 2 თავი ხახვი, 1 თავი მოზრდილი კარტოფილი, 4-5 კბილი ნიორი, 1 თავი წითელი ბულგარული წიწაკა, ქინძი, ოხრახუში, 2-3 ღერი რეჰანი, 3 ნაჭერი დამბალი პური, უყავით 2 სკ არაჟანი, კვერცხი, მარილი და კარგად გადაზილეთ. გააჩერეთ 30 წთ, შემდეგ გააკეთეთ ბურთები, ამოსვარეთ პურის ფქვილში ან საფანელში და დაიწყეთ კატლეტების შეწვა. შეწვა დაიწყეთ მაღალ ცეცხლზე, როცა ძირი მოიბრაწება მაშინ დაუწიეთ ცეცხლს და ასე დაასრულეთ მომზადება. გემრიელად მიირთვით!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *