„ეს უნიკალური მწვადის ვერსია მხოლოდ ჰერეთში შემოინახეს ინგილოებმა“ – ესმა კუნჭულია თავის გამომწერებს უნიკალურ რეცეპტს უზიარებს

ცნობილი კულინარი ესმა კუნჭულია აგრძელებს ძველი ქართული რეცეპტების აღმოჩენას და თავის გამომწერებსრეცეპტს უზიარებს.

„1. შინდობის დროს მზადდება – ჟევე, შინდის ჟევე! მწიფე შინდს დასჭყლეტენ, საცერში გაატარებენ და წამოადუღებენ. უმატებენ მხოლოდ მარილს, წიწაკას და ნიახურს. ინახავდნ ქილაში!!

2. საახალწლოდ ღორებს კლავენ. სამწვადეს ჭრიან და შინდის ჟევეში ერთი კვირა ინახავდნ – ახლა მინის ქილებში, ადრე – თიხის ქილებში;

შინდში დამჟავებულ მწვადს ერთი კვირის შემდეგ, შამფურზე წვავენ;

ასევე ერთი უნიკალური მწვადის რიტუალი-ვერსია უწერია ზაქარია ედილს, რომელზეც გავვოცდი და შემდეგ და შემდეგ გიამბობთ!!!“

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *