ინგრედიენტები
- კარაქი – 200.00 გ
- რძე – 100.00 მლ
- კაკაო – 2.00 სკ
- შაქრის ფხვნილი – 160.00 გ
- კვერცხის გული – 10.00 ც
სახამებელი – 25.00 გ
დაჭრილი ნიგოზი – 400.00 გ
შაქრის ფხვნილი – 240.00 გ
მომზადების წესი
კვერცხის ცილა შაქართან კარგად ათქვიფეთ. ბეზე რომ ამოვა, დაუმატეთ სახამებელი და ამოურიეთ. შემდეგ ეტაპობრივად დაუმატეთ დაჭრილი ნიგოზი და გადაიტანეთ ქაღალდჩაფენილ ფორმაში (40 X 50 სმ). გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25 წუთით.
კვერცხის გული და შაქარი ათქვიფეთ. დაუმატეთ რძე და გადაიტანეთ ქვაბში. გამუდმებით ურიეთ. რომ გასქელდება, ჯამში გადაიტანეთ და კარაქი შეათქვიფეთ. დაუმატეთ კაკაოც.
გამომცხვარი ფირფიტა გაყავით სამ ნაწილად. ყველა ფენაზე გადაანაწილეთ კრემი (კრემი წაუსვით გვერდებსაც). თავზე მოაყარეთ მიწის თხილი და მიირთვით.