ნაჭრებიანი ნაპოლეონი უჩვეულო რეცეპტით

ინგრედიენტები

წყალი – 350.00 მლ

ძმარი – 2.00 სკ

მარილი – 1.00 ჩკ

კვერცხი – 2.00 ცალი

კარაქი ან მარგარინი – 800.00 გრ

ფქვილი – 1.00 კგ

მომზადების წესი

ჯამში მოათავსეთ საყინულეში წინასწარ დადებულიფქვილი, დაახეხეთ სათითაოდ კარაქი და გააფხვიერეთ.ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ წყალი, ძმარი, მარილი. გაფხვიერებულ ფქვილის მასას დაამატეთ ეს ნაზავი და მოზილეთ ცომი. ეცადეთ ძალიან არ ჩაზილოთ. ოდნავ შეიკვრება თუ არა, ცომი მოათავსეთ მაცივარში, 2 საათით. შემდეგ გადმოიღეთ მაცივრიდან, ცომი გაყავით ორ ნაწილად და გააბრტყელეთ. შემდეგ გადაკეცეთდა ისევ დააბრუნეთ მაცივარში.

ეს მოქმედება ორჯერ შეასრულეთ.30 წუთის შემდეგ, გნებავთ ფენები გამოაცხვეთ, გნებავთ დაჭრილი. კრემი გამოიყენეთ მოხარშული. ყველა ჩამოთვლილი ინგრედიენტი უნდა იყოს ცივი.

სცადეთ და აუცილებლად გამიგივათ!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *