დანა უაითმა შონ ომალის გამარჯვების შემდეგ მერაბზე წარმოუდგენელი რამ თქვა.

UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა ნიუარკში გამართული ღონისძიების მთავარ ჩხუბზე ისაუბრა, რომელშიც მერაბ დვალიშვილმა შონ ომალი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.

„რა არის საჭირო მერაბის დასამარცხებლად? არ ვიცი. შონ ომალი 100%-ით ჯანმრთელი, ფიზიკურად და მენტალურად მომზადებული იყო, მერაბმა კი ის დააფინიშა. მერაბი თავის წონაში ყველა დროის საუკეთესოა. ვფიქრობ, უმართან რემატჩი საინტერესო იქნებოდა.

როდესაც ყველას ორ-ორჯერ მოუგებ, შენი მემკვიდრეობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება, ასე რომ, ვნახოთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შემდეგი ჩხუბი მერაბს არა სენდჰეგენთან, არამედ ნურმაგომედოვთან ექნება.” – ამბობს დანა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *