პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას ულოცავს. ამის შესახებ კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
ხვიჩა კვარაცხელიას ვულოცავ პსჟ-ში გადასვლას, სადაც ახალი ქართული საფეხბურთო თავგადასავალი იწყება!!! ხვიჩას ვუსურვებ ძალიან ბევრი ტიტულის და, რაც მთავარია, ჩემპიონთა ლიგის მოგებას“, – წერს კობახიძე.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად ფრანგული საფეხბურთო კლუბის, „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი გახდა. ქართველმა კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.