ცნობილი გახდა ახალგაზრდა კაცის ვინაობა, რომელიც მეგობარმა საწოლში გარდაცვლილი იპოვა – “ურეკავდა და რომ არ უპასუხა, სახლში მიაკითხა და ოთახში შევიდა…”

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატენში, 41 წლის გიორგი მიდელაშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ამ დრომდე უცნობია მისი დაღუპვის მიზეზი.

ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება და გაირკვევა, თუ რა გახდა ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი. ადგილობრივების თქმით, მას არანაირი ძალადობის კვალი არ ეტყობა. ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

“სამწუხარო ფაქტი მოხდა, ამ დილით გიორგი სახლში გარდაცვლილი ნახა მეგობარმა. საკუთარ სახლში, საკუთარ საწოლში ნახეს გარდაცვლილი. ძალიან მძიმე ფაქტია. გიორგი 41 წლის იყო, ძალიან კარგი ადამიანი. მარტო ცხოვრობდა. მამა გარდაცვლილი ჰყავს, გიორგის დედა და და საზღვარგარეთ არიან წასულები. მარტო იყო სახლში, წუხელ რამდენჯერმე დაურეკავს თურმე მეგობარს და არ პასუხობდა ზარებს.

მერე ამ დილით მისულა სახლში, რომ გაეგო რა ხდებოდა და ასეთი მძიმე სურათი დახვდა. გარდაცვლილი დახვდა საწოლში. არანაირი ძალადობის კვალი არ ეტყობა. მიზეზი არ ვიცით, ექსპერტიზა დაადგენს.

კარგი ახალგაზრდა იყო, ძალიან კარგი ადამიანი, ჩემი მეგობარია და ძალიან განვიცდი მომხდარს. ადრე პოლიციაში მუშაობდა, მერე იქიდან წამოვიდა. ახლა ერთი წელია დაცულ ტერიტორიებში რეინჯერად მუშაობს. არაფერი სერიოზული დაავადება მას არ ჰქონდა, მართლა არ ვიცით, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. ისე განვიცდი, ვეღარ შევდივარ სამძიმარზე”, – განუცხადა “კვირის პალიტრას” გიორგის მეგობარმა.

კვირის პალიტრა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *