ინგრედიენტები
მწვანილი
ქათამი
ხახვი
კარაქი
ფქვილი
ტომატ-პასტა
არაჟანი
მომზადების წესი
ქათამი დავჭრათ პატარა ნაჭრებად. მოვაყაროთ მარილი, ფქვილი და დავბრაწოთ ორივე მხრიდან კარაქში. შემდეგ დავაყაროთ ხახვი, დავასხათ ცოტა წყალი და დაბალ ცეცხლზე, თავდახურული ვშუშოთ.
საბოლოო მზაობამდე ცოტა ხნით ადრე, დავასხათ არაჟანი, ტომატი, დავამატოთ წიწაკა და გავაგრძელოთ შუშვა.
მზა კერძს მოვაყაროთ მწვანილი