ეს არის ყველაზე იაფიანი და მარტივად მოსამზადებელი ტირამისუ – სცადეთ, არ ინანებთ

ინგრედიენტები

შავი შოკოლადი – 40 გ

ყავა – 300 მლ

არაჟანი – 650 გ

ფხვიერი ნამცხვარი (“პეჩენია”) – 300 გ

შაქრის პუდრი – 3 სკ

კონიაკი – 2 ჩკ

მომზადების წესი

ყავა მოამზადეთ და რომ გაგრილდება, კონიაკი დაუმატეთ.

არაჟანს (მინიმუმ 10% ცხიმიანობით) შეურიეთ შაქრის ფხვნილი.

ვიწყებთ ტირამისუს აწყობას: ფხვიერი ნამცხვარი სათითაოდ ამოავლეთ ყავაში და მოათავსეთ ფორმაში. დანამეთ ყავით, გადაანაწილეთ კრემი. შემდეგ ისევ იგივე გააკეთეთ, სანამ მასალა გეყოფათ. ბოლოს შავი შოკოლადი გახეხეთ და თავზე მოაყარეთ დესერტს.

შედგით დესერტი მაცივარში 3 საათით.

გემრიელად მიირთვით!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *