რეცეპტი: ელენე გოგილაშვილი
ინგრედიენტები
ღორის ხორცი – 300 გ
ბარკალი – 2 ცალი
ღვინო – 200 გ
მარილი – 1 ჩკ
პაპრიკა – 1 სკ
კარტოფილი – 1 კგ
მომზადების წესი
300 გრამი ღორის ხორცი და 2 ცალი ბარკალი დავჭერი და კარგად გარეცხვის შემდეგ 2 საათით დავამარინადე 200 გრამ ღვინოში,1 ჩაის კოვზ მარილსა და 1 სადილის კოვზ პაპრიკაში,შემდეგ წვენი გადავწურე და კარგად დავბრაწე ტაფაში საჭირო რაოდენობის ზეთში, შემდეგ გადმოვიღე ცალკე თასში. იგივე ტაფაში შევწვი მრგვლად დაჭრილი 1 კილო კარტოფილი და გემოვნებით დავამატე მარილი და შავი პილპილი. უკვე შემწვარს კი შევურიე ხორცები,ხის კოვზით კარგად ამოვურიე და ზემოდან მოვაყარე ალყად დაჭრილი ხახვი.