ნამცხვარ სნიკერსის მომზადების ყველაზე უჩვეულო მეთოდი – 30 წუთიც კი არ დაგჭირდებათ!

ინგრედიენტები

  • შოკოლადი – 300 გ
  • ნუში – 80 გ
  • ფხვიერი ნამცხვარი, ქარხნული – 150 გ
  • კარაქი – 80 გ
  • კრემყველი – 500 გ
  • შესქელებული რძე – 100 მლ

მარილი

შაქარი – 220 გ

კარაქი – 100 გ

ნაღები – 100 მლ

მიწისთხილი – 50 გ

მომზადების წესი

ნებისმიერ ფორმაში ჩაასხით წყალი და შიგ ჩადეთ 2 კოვზი, როგორც ფოტოზეა, გაყინეთ.

forma-1662034832.png

ნუში წვრილად დაჭერით. შოკოლადი გაადნეთ. გამუდმებით ურიეთ, სანამ გადნება. დაუმატეთ ნუში.

გაყინული წყალი ამოიღეთ ფორმიდან და გადაასხით შოკოლადი ისე, რომ თავიც და გვერდებიც დაიფაროს. ესაა ჩვენი ყალიბი ნამცხვრისთვის.

ფხვიერი ნამცხვარი (იგივე „პეჩენია“) დააქუცმაცეთ. შეურიეთ გამდნარი კარაქი და ამოურიეთ.

კრემყველს შეურიეთ შესქელებული რძე.

კარამელის მოსამზადებლად ქვაბში გადაიტანეთ შაქარი, დაუმატეთ 40 მლ წყალი. სანამ არ გამუქდება, არ მოურიოთ. კარამელისფერს რომ მიიღებს, ამოურიეთ და დაუმატეთ კარაქი. კარაქი რომ გადნება, ნელ-ნელა ჩაასხით ნაღები. მასა რომ შესქელდება, დაუმატეთ მიწისთხილი და გადაიტანეთ ჯამში.

ვიწყებთ აწყობას: შოკოლადის ყალიბში ჯერ მიწისთხილიანი კარამელი გადაიტანეთ, შემდეგ – კრემი, შემდეგ – ფხვიერი ნამცხვარი ფენა-ფენად.

ამოატრილეთ ნამცხვარი და გემრიელად მიირთვით!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *