ინგრედიენტები
- კარაქი – 250 გ
- ფქვილი – 800 გ
- მაწონი – 300 მლ
- მარილი – 0.25 ჩკ
- სოდა – 1 ჩკ
- კარაქი – 150 გ
- შაქარი – 400 გ
- ფქვილი – 400 გ
- ვანილი – 2 ც
- კვერცხის ცილა – 1 ც
კვერცხის გული – 1 ც
არაჟანი – 0.5 ჩკ
მომზადების წესი
ფქვილი და ცივი კარაქი (ან მარგარინი) კარგად გავაფხვიეროთ, მაწონში გავხსნათ სოდა, შემდეგ დავუმატოთ ფხვიერ მასას, ცომი კარგად დავამუშავოთ, ელასტიური ცომი უნდა მივიღოთ, მაცივარში დავაყოვნოთ დაახლოებით 2 საათი.
შემდეგ მოვამზადოთ შიგთავსი: ფქვილი მოვხალოთ ტაფაზე, შემდეგ გადავიტანთ ჯამში, დავუმატოთ კარაქი, შაქარი და ვანილი. კარგად გავაფხვიეროთ მასა.
ცომი გავყოთ 2 ტოლ ნაწილად, გავაბრტყელოთ, წავუსვათ კვერცხის ცილა, გადავანაწილოთ შიგთავსი და გადავახვოთ რულეტივით, ზემოდან წავუსვათ კვერცხის ნარევი, დავჭრათ სასურველ ზომაზე და გამოვაცხოთ 180°ზე 30-35 წთ.
უგემრიელესი ხრაშუნა ქადები მზადაა!