სწრაფად მოსამზადებელი ჯემიანი რულეტი

ინგრედიენტები

სოდა

შაქრის პუდრი

ჯემი – 200 გ

ფქვილი – 110 გ

შაქარი – 110 გ

კვერცხი – 4 ც

მარილი

მომზადების წესი

ფქვილი, მარილი და სოდა შეურიეთ ერთმანეთს. კვერცხის ცილისგან გავაკეთოთ ბეზე, შევათქვიფოთ შაქარი, შემდეგ კვერცხის გულები. ბოლოს გადავურიოთ ფქვილი, მიქსერის გარეშე. მიღებული ცომი გადავიტანოთ ღუმელის ოთხკუთხა ყალიბში, რომელშიც ძირში ცხიმწასმულ ქაღალდს ჩავუფენთ. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, დაახლოებით 6-8 წუთი. პარალელურად, გავამზადოთ ჯემი. თუ ძალიან სქელია, ცოტა შევათბოთ რომ გათხელდეს. ღუმელიდან გამოღებული ბისკვიტი გადმოვაბრუნოთ, ავაძროთ ქაღალდი და ცხელსვე წავუსვათ ჯემი, თან გადავახვიოთ და ზემოდან შაქრის პუდრი მოვაყაროთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *