30 ც სახლური შოკოლადი მხოლოდ 5 წუთში – მაღაზიაში ნაყიდზე ბევრად გემრიელია

ინგრედიენტები

  • შოკოლადი – 200.00 გ
  • თხილი
  • კაკაო – 4.00 სკ
  • შედედებული რძე – 400.00 მლ
  • ფხვიერი ქარხნული ნამცხვარი “პეჩენია” – 500.00 გ

მომზადების წესი

ორცხობილა კარგად დააქუცმაცეთ.

დაუმატეთ კაკაო და ამოურიეთ. ბოლოს დაუმატეთ შედედებული რძე ეტაპობრივად. თან მოურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.

მიღებული მასისგან გააკეთეთ ბურთულები (საშუალოდ, 30-35 ც გამოდის). სურვილისამებრ, შუაში თხილი, ნიგოზი ან ნუში ჩაუდეთ. გადაიტანეთ პერგამენტის ქაღალდზე.

მიღებული ბურთულები ამოავლეთ გამდნარ შოკოლადში.

გემრიელად მიირთვით!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *