ინგრედიენტები
- ვანილის შაქარი
- ფქვილი
- შაქარი
- კვერცხი
- არაჟანი
- არაჟნის კრემისთვის:
- სახამებელი
- ბანანი
- ვაშლი
- გულსართისთვის:
- ფქვილი
- შაქარი
- გამაფხვიერებელი
- კვერცხი
- კარაქი
მომზადების წესი
მომზადება:
კარაქი აკეპეთ ფქვილთან ერთად ფხვიერი მასის მიღებამდე. დაუმატეთ შაქარი, გამაფხვიერებელი და კვერცხი. მოზილეთ ცომი და მოათავსეთ მაცივარში.
გულსართისთვის დაჭერით ხილი კუბიკებად. მოაყარეთ ერთი კოვზი სახამებელი.
არაჟნის კრემისთვის:
ათქვიფეთ არაჟანი, შაქარი, კვერცხი, ფქვილი და ვანილის შაქარი.
გადაიტანეთ ფორმაში, ამოუწიეთ კიდეები. ცომზე დაალაგეთ ხილი და დაასხით კრემი.
აცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 40 წუთი. ცხელ ღვეზელზე კრემი შეიძლება თხელი მოგეჩვენოთ, მაგრამ გაცივდება და გამკვრივდება.
გემრიელად მიირთვით!