სასტიკად მოკლულია 38 წლის მამაკაცი.რას ამბობენ ახლობლები.

სა­გა­რე­ჯო­ში 38 წლის მა­მა­კა­ცის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია. კა­ხე­თის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 40 წლის კაცი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ადას­ტუ­რე­ბენ. და­კა­ვე­ბუ­ლი კა­ხე­თის სამ­ხა­რეო დე­პარ­ტა­მენ­ტის წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. ამ დრო­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით კონ­ფლიქ­ტი მხა­რეს შო­რის ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე მოხ­და, რა დრო­საც კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე პირ­მა 38 წლის მა­მა­კაცს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა.

  • მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვი­ლია. მას ერთი შვი­ლი დარ­ჩა.

“უკარ­გე­სი იყო, წყნა­რი, მშვი­დი… შოკი იყო ეს ამ­ბა­ვი ყვე­ლას­თვის… გუ­შინ რა მოხ­და არ ვიცი… ყვე­ლა გა­ოგ­ნე­ბუ­ლია მომ­ხდა­რით… არა­ვის არ სჯე­რა, რომ გიოს მტრე­ბი ჰყავ­და და ასე გა­ი­მე­ტეს. ერთი შვი­ლი დარ­ჩა” – გვიყ­ვე­ბა მოკ­ლუ­ლის ახ­ლო­ბე­ლი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ რომ გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 108-ე, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით და­ი­წყო.

წყარო: ambebi.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *