პირველი მოგება UFC-ში – ალექსანდრე თოფურიამ კოლბი თიქნესი დაამარცხა

UFC 312-ზე ალექსანდრე თოფურიას დებიუტი შედგა – „ელ კონკისტადორმა“ სუპერმსუბუქი წონის ავსტრალიელი მებრძოლი, კოლბი თიქნესი დაამარცხა.

ჩხუბი სამ რაუნდს გაგრძელდა – ალექსანდრემ მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო (30–27, 30–27, 30–27).
შეგახსენებთ, რომ როგორც ალექსანდრესთვის, ისე მისი მეტოქისთვის ეს ბრძოლა UFC-ში სადებიუტო იყო. თიქნესმა მანამდე გამართული 7-ივე ბრძოლა მოიგო, ხოლო „ელ კონკისტადორს“ 6 ჩხუბიდან 5 მოგება და 1 მარცხი ჰქონდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ალექსანდრეს სეკუნდანტი მისი უმცროსი ძმა, ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია, ხოლო თიქნესის – ალექსანდრ ვოლკანოვსკი იყო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *